Accentnews.ge
აეროპორტთან აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს

აეროპორტთან აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს

19/05/2023 11:10:07 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, დაკავებულია 6 ადამიანი.

შსს–ს ცნობით, ყველა მათგანს ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა.

აქციაზე მყოფი პირების ინფორმაციით, დაკავებულები არიან დაკავებულები არიან აქტივისტი ნატა ფერაძე, პარტია დროას წევრი შუშანა მაცაბერიძე, ექიმი გიორგი ახობაძე, ასევე გელა ხასაია, ლევან თარხნიშვილი და თათა ხუნდაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S