
ბორტგამცილებელთა ცეკვა კიევი-თბილისის რეისზეა გადაღებული და არა – მოსკოვი-თბილისის
19/05/2023 10:36:59 პოლიტიკა, საზოგადოება
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც თითქოს ასახავს დღეს მოსკოვი-თბილისის რეისზე მგზავრებისთვის შესრულებულ ქართულ ცეკვას. სინამდვილეში, ეს ვიდეო ძველია. ის 2021 წლის 27 მარტით თარიღდება და გადაღებულია არა რუსული კომპანიის, არამედ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ბორტზე.
უკრაინული მედიის ცნობით, მაშინ ბორტგამცილებლებმა ქართული ცეკვა მგზავრებისთვის, კერძოდ კი „სუხიშვილის“ მოცეკვავეების პატივისცემის ნიშნად შეასრულეს.
დღეს რუსეთ– საქართველოს შორის ფრენები განახლდა. რუსულ თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.