ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს

19-05-2023 14:16:10 რეგიონები ,რეკლამა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილით შეამკეს.

30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი შესრულდა.

აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის ,,გამშვებ პუნქტთან" ე.წ. აფხაზმა მებაჟემ მოკლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები