
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი: ყველა მეთორმეტე კლასელს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ სკოლის დამთავრებას
19/05/2023 09:05:03 საზოგადოება, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე ყველა მეთორმეტე კლასელს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, სკოლის დამთავრებას ულოცავს.
"დღეს, სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის, ბოლო ზარი დაირეკება! ყველა მეთორმეტე კლასელს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, საინტერესო და მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. გისურვებთ თქვენი მიზნებისა და ოცნებების ასრულებას. ქვეყანას და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდება თითოეული თქვენგანი, თქვენი შესაძლებლობებით.“- წერს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე „ფეისბუქის ოფილიალურ გვედზე.