
USAID ინოვაციის სააგენტოსთან ერთად იწყებს პროექტს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა მხარდასაჭერად
19/05/2023 08:03:41 საზოგადოება
USAID ინოვაციის სააგენტოსთან ერთად იწყებს ახალ პარტნიორობას ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხოვრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს,– განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა.
მისი ქმით, თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ საკუთარი იდეები, მათ შორის, საზღვარგარეთ გამგზავრების გარეშე.
„ამ ადამიანებს , განსაკუთრებით, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, აიმაღლონ ცოდნა, უნარები, განახორციელონ საკუთარი იდეები და ინოვაციები ტექნოლოგიური პარკის ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიებით. მათ ამ ყველაფრის ადგილზე გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ თბილისში გამგზავრების გარეშე.
USAID წლებია, მუშაობს ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რათა მათ ოცნებები აისრულონ ადგილზე – დედაქალაქში თუ საზღვარგარეთ წასვლის გარეშე. ძალიან გვიხარია, რომ ეს ერთობლივი თანამშრომლობა დავიწყეთ“,– თქვა ელჩმა.