Accentnews.ge
მოსკოვი-თბილისის რეისი საქართველოში ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება

მოსკოვი-თბილისის რეისი საქართველოში ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება

19/05/2023 07:01:03 პოლიტიკა

მოსკოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი დაგეგმილზე ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება.

flightradar-ის მონაცემებით, თბილისის დროით 10:46 წუთზე ავიაკომპანია "Azimuth Airlines"–ის თვითმფრინავი უკვე 38 წუთის გამოფრენილი იყო მოსკოვიდან. თბილისში მისი დაშვების სავარაუდო დროდ 12:22 საათია მითითებული.

მანამდე არსებული ინფორმაცციით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს თბილისში 70-მდე ადამიანი მოჰყავს.

ცნობილია, რომ მგზავრებს შორის არის პრორუსი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და პროპაგანდისტი ვალერი კვარაცხელია.

პარალელურად, რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოში პირველი პირდაპირი რეისის შესრულების დროს აქციაა დაანონსებული.

დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მომიტინგეები ავტოკოლონით აეროპორტისკენ გაემართებიან.

როგორც მან აღინიშნა, ყველას უნდა აჩვენონ, რომ "ქართული ოცნების" გარდა, რუსულ თვითმფრინავს საქართველოში ტაშით არავინ ხვდება.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს გასცა. თბილისიდან მოსკოვში პირველი რეისი ხვალ შესრულდება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S