Accentnews.ge
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთმა 50 000 მეცნიერი დაკარგა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთმა 50 000 მეცნიერი დაკარგა

19/05/2023 06:40:26 მსოფლიო

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთმა 50 000 მეცნიერი დაკარგა, – ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თავმჯდომარემ ვალენტინ პარმონმა განყოფილების საერთო კრებაზე განაცხადა.

"არცერთ სხვა ქვეყანას არ დაუკარგავს სამეცნიერო სფეროში მომუშავე ამდენი ადამიანი. ახლა, როდესაც ყველა ამბობს, რომ ტექნოლოგიური სუვერენიტეტი და მომავალი მეცნიერება ტევად ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ გაუშვა ისინი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა აკადემიკოსმა.

ვალენტინ პარმონის თქმით, ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნების დონის მიღწევისა და მეცნიერებაში ქმედითი ადამიანების მოზიდვის მიზნით აუცილებელია კვლევის დაფინანსების მრავალჯერადი ზრდა.

მის გამოსვლაში არაფერია ნათქვამი, თუ რამდენმა მეცნიერმა დატოვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ომის შემდეგ ქვეყანა ასიათასობით რუსმა დატოვა. არაკომერციული ორგანიზაციის „ოკ რუსების“ შეფასებით, შემოდგომის მობილიზაციამდე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება დაახლოებით 300 ათასმა ადამიანმა მიიღო. დამოუკიდებელი დემოგრაფის ალექსეი რაქშას თქმით, იგივე იგივე რაოდენობის ხალხი შეიძლება, წასულიყო ქვეყნიდან ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S