გაერთიანებული სამეფო რუსული ალმასის, სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს კრძალავს
19/05/2023 06:21:52 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, რომელიც რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ალმასისა, რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტიც აიკრძალება.
როგორც მან აღნიშნა, გაერთიანებული სამეფო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და მის მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით 86 ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს.


