უკრაინის საჰაერო ძალები – წუხანდელი თავდასხმის დროს განადგურებულია რუსეთის 16 "დრონი" და 3 რაკეტა
19/05/2023 06:15:26 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხანდელი თავდასხმისთვის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
უწყების ცნობით, მტრის მიერ ნასროლი 22 "დრონიდან" 16 და 6 რაკეტიდან 3 განადგურებულია.
წუხელ საჰაერო განგაში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევში იყო გამოცხადებული. წუხანდელი საჰაერო დარტყმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში 2 ადამიანი დაიჭრა. აფეთქებები იყო ქალაქ ლვოვშიც. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.


