Accentnews.ge
ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავა

ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავა

19/05/2023 06:09:42 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში გაემგზავრება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და, შესაბამისად, ჩვენი ინტერესების დასაცავად ადგილზე პრეზიდენტის ყოფნა აუცილებელია“, - აღნიშნა დანილოვმა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დასავლური მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ის, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S