რუსეთმა მიმდინარე თვეში კიევზე რიგით მე–10 საჰაერო იერიში განახორციელა
19/05/2023 06:04:18 მსოფლიო
რუსეთმა მიმდინარე თვეში კიევზე რიგით მე–10 საჰაერო იერიში განახორციელა.
საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა თავდასხმისას უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინულმა ძალებმა ყველა "დრონი" მოიგერიეს.
წუხელ საჰაერო განგაში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყო გამოცხადებული. წუხანდელი საჰაერო დარტყმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში 2 ადამიანი დაიჭრა. აფეთქებები იყო ქალაქ ლვოვშიც. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.


