მოსკოვის 16 რაიონში კარანტინი გამოცხადდა
19/05/2023 05:38:22 მსოფლიო
მოსკოვის 16 რაიონში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი ე.წ. ფრინველის გრიპის ორი კერის აღმოჩენაა.
როგორც რუსეთის დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, საკარანტინო ღონისძიებები საფრთხის აღმოფხვრამდე გასტანს. ვადები დაკონკრეტებული არ არის.
პარალელურად მოსკოვში წითელას ეპიდემიაა. მთლიანობაში კი ვირუსი ქვეყნის 40 რეგიონშია გავრცელებული.
როსპოტრებნადზორი ამას "ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან აუცრელი მოქალაქეების დიდი ნაკადის შესვლას" უკავშირებს.
ამასთან, აპრილის ბოლოს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტის შესახებ გახდა ცნობილი.


