Accentnews.ge
სანქციების გამო რუსეთში ვერტმფრენების მესამედი ფრენას შეწყვეტს

სანქციების გამო რუსეთში ვერტმფრენების მესამედი ფრენას შეწყვეტს

19/05/2023 05:29:23 მსოფლიო

სანქციების გამო რუსეთში ვერტმფრენების მესამედი ფრენას შეწყვეტს. ამის შესახებ საფრენი აპარატების უმსხვილესი მწარმოებლის - Utair-ის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი მარტიროსოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ძრავებისა და სხვა სათადარიგო ნაწილების მიწოდების პრობლემა არ გადაწყდება, წლის განმავლობაში რუსეთი ვერტმფენების მესამედის გარეშე დარჩება.

ამასთან, მარტიროსოვის ინფორმაციით, სადღეისოდ მწვავედ დგას როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი წარმოების ძრავების პრობლემა.

ცნობისთვის: რუსეთისთვის ვერტმფრენების ძრავების უმსხვილეს მიმწოდებელს უკრაინული "მოტორ სიჩი" წარმოადგენდა. ყირიმის 2014 წლის ანექსიის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთისთვის მიწოდებები აკრძალა. მოგვიანებით ამას დასავლური სანქციებიც დაემატა.

Utair-ი ისეთ ვერტმფრენეს უშვებს, როგორიცაა Ми-26, Ми-8, Ка-32, AS 350 и AS 355.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S