Accentnews.ge
კრიზისი, გაჭირვება, დეგრადაცია: რუსეთში სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს

კრიზისი, გაჭირვება, დეგრადაცია: რუსეთში სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს

19/05/2023 05:25:35 მსოფლიო

რუსეთში სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს, - ასეთია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც გამოცემა «Важные истории»-ს ჩაუვარდა ხელში.

სტუდენტებს ეკითხებოდნენ, უჭერენ თუ არა ისინი მხარს რუსეთის ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უკრაინაში, არსებობს თუ არა, მათი აზრით, რუსეთზე თავდასხმის საფრთხე, როგორ აფასებენ ისინი ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ფიქრობენ თუ არა ემიგრაციაზე.

ამჟამინდელ განცდებზე საუბრისას რესპონდენტების უმეტესობამ (36%) შიში და შფოთვა დაასახელა, 20%-მა - აღშფოთება და იმედგაცრუება, იმედი კი მხოლოდ 25%-ს აღმოაჩნდა.

ომის ფონზე რუსეთში შექმნილი ვითარების აღსაწერად უმეტესობამ (44%) აირჩია სიტყვები "დეგრადაცია და კრიზისი", 32%-მა - "გაჭირვება", მხოლოდ 8%-მა - სტაბილურობა.

გამოკითხულთა მხოლოდ 13% თვლის, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი რუსეთის სამხედრო სიძლიერე უნდა იყოს, დანარჩენების აზრით, მთავრობა უპირველესად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე და მოქალაქეთა უფლებების დაცულობაზე უნდა ზრუნავდეს.

დღევანდელი რუსეთის, როგორც სახელმწიფოსადმი პატივისცემა რესპონდენტების მხოლოდ 19%-მა დააფიქსირა.

ამასთან, სტუდენტების დაახლოებით 2/3-მა ქვეყნის დატოვების სურვილი გამოთქვა.

გამოკითხვა რუსეთის 500-მდე სასწავლებელში ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S