Accentnews.ge
ირლანდიის საელჩო არ აპირებს პეკინის მოთხოვნის შესრულებას უკრაინის მხარდასაჭერ სიმბოლოებთან დაკავშირებით

ირლანდიის საელჩო არ აპირებს პეკინის მოთხოვნის შესრულებას უკრაინის მხარდასაჭერ სიმბოლოებთან დაკავშირებით

18/05/2023 20:25:13 მსოფლიო

ირლანდიის საელჩომ პეკინში გადაწყვიტა არ მოხსნას "ვიზუალური შეხსენებები" უკრაინის მხარდაჭერის შესახებ რუსეთთან ომში, მიუხედავად ჩინეთის მთავრობის მოთხოვნისა. ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ The Journal-თან განაცხადა.

უწყებამ აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საელჩო ჩინეთში „თანმიმდევრულად აქვეყნებდა ვიზუალურ შეხსენებებს უკრაინისადმი ირლანდიის მხარდაჭერის ნიშნად საელჩოს ტერიტორიაზე და საელჩოში მიმდინარე ღონისძიებებზე“.

გარე კედელზე რჩება ბანერი საელჩოს ლოგოთი და წარწერით "ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით" ინგლისურ და ჩინურ ენებზე უკრაინის დროშის ფერებში", - აცხადებენ ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იგივე პოზიცია ევროკავშირმაც დააფიქსირა. ევროკომისიის წარმომადგენლის ნაბილ მასრალის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობას პეკინში „ასევე არ შეუცვლია მის წინა კედელზე განთავსებული არც ერთი ელემენტი“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა პეკინში მოქმედ უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინის მხარდაჭერის გამომხატველი ნიშნების ჩამოხსნისკენ მოუწოდა. კერძოდ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, "შენობების გარე კედლები პროპაგანდისთვის არ გამოიყენონ და სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების წარმოქმნას თავი აარიდონ".

იაპონური გამოცემა Kyodo–ს ინფორმაციით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არც ერთმა მათგანმა უკრაინის მხარდაჭერის გამომხატველი აბრები არ მოხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S