დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს NATO–ს გენმდივნობა სურს
18/05/2023 19:54:06 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა გამოთქვა სურვილი, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მას შემდეგ, რაც იენს სტოლტენბერგი წლის ბოლოს დატოვებს ამ თანამდებობას.
DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანელმა მინისტრმა თქვა, რომ ნატო–ს გენერალური მდივნის პოსტი არის „სამსახური, რომლის მიღებაც მსურს“.
"იყო ნატო–ს გენერალური მდივნი, ფანტასტიკური სამუშაო იქნებოდა და ნატო ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვიქნებოდი, საკუთარი წვლილი შემეტანა გარანტიების შექმნაში, რომ მშვიდად დაიძინოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ამავდროულად, უოლესმა თქვა, რომ ასევე კმაყოფილია ბრიტანეთის მთავრობაში თავდაცვის მდივნის ამჟამინდელი როლით.
მოგეხსენებათ, ნატო–ს ამჟამინდელ გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელიც ამ თანამდებობას 2014 წლის 1 ოქტომბრიდან იკავებს, ჯერ კიდევ გასულ წელს ეწურებოდა უფლებამოსილება და ის მშობლიურ ნორვეგიაში გეგმავდა, ეხელმძღვანელა ცენტრალური ბანკისთვის, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო გადაწყდა მისთვის უფლებამოსილების ვადის 2023 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივება.
მედიის ცნობით, სტოლტენბერგის მემკვიდრის კანდიდატურაზე ქვეყნებს შორის კონსენსუსი მიღწეული არაა.
ნატო–ს მომავალი გენერალური მდივნის სავარაუდო კანდიდატებს შორის ასახელებენ ლიეტუვის და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებს, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რუმინეთის პრეზიდენტს და კანადის წარმომადგენელს.


