
ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა
18/05/2023 13:21:26 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5310 ლარი ეღირება, ევრო – 2.7358 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1460 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5347 ლარი ღირდა, ევრო – 2.7446 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1542 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 მაისს ამოქმედდება.