Accentnews.ge
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს ტოვებს

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს ტოვებს

18/05/2023 13:04:39 პოლიტიკა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, იტყობინება დიპლომატიური მისია.

„უკრაინაში ჩემს ოჯახს თან მიაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი. და აქ, საქართველოში, ჩვენს მრავალ მეგობარს შორის დარჩება ჩვენი უკრაინელი ოჯახის ნაწილი, ჩვენი, უკრაინელი ხალხის ადათ-წესები და ტრადიციები.

საქართველოდან წასვლისას მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია და ერთიანობა, წარმატებები, ბედნიერება და კეთილდღეობა! მტკიცედ მწამს, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო ნათელი მომავალი ევროპელი ხალხების ერთიან მეგობრულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მიზანი ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების უახლოესი მომავლის საკითხია", - ნათქვამია კასიანოვის განცხადებაში.

უკრაინელი დიპლომატმა დასძინა, რომ უკრაინის ომმა ქართველებსა და უკრაინელებს შორის მეგობრობა გააძლიერა. იგი მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ გაწიეს და დღემდე აგრძელებენ.

„სიცოცხლის ბოლომდე ჩემს მეხსიერებაში დარჩება იარაღით ხელში ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი მოხალისეების სიმამაცე და სიმტკიცე. ხოლო ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება მასპინძელი ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელიც უნაწილებდა ყველაფერს უკრაინელი ბავშვების ცხოვრებისა და განათლებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველსაყოფად.

იმ უკრაინელებთან, რომლებიც დარჩნენ უკრაინის მშვიდობიან მხარეში და იარაღით ხელში აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, ქართული გულის სითბო და ქართული სულის შუქი მივიდა ასობით გენერატორთან და ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად",– თქვა დიპლომატმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S