Accentnews.ge
რომელ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მთავრობა ქართველების ლეგალურად დასაქმების თაობაზე

რომელ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მთავრობა ქართველების ლეგალურად დასაქმების თაობაზე

18/05/2023 12:26:35 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მთავრობა მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე ევროპის 10-მდე ქვეყანასთან მუშაობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საზღვარგარეთ ლეგალურად დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას უკვე აქვს შედეგები. 2022 წლიდან გერმანიასა და ისრაელში დასაქმდა 1500-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს დიალოგი სხვა ქვეყნებთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, ჩეხეთთან, ხორვატიასთან, ავსტრიასთან, ირლანდიასთან, სლოვენიასთან, კვიპროსთან და უნგრეთთან დროებით ლეგალურად დასაქმების, ცირკულარული შრომითი მიგრაციის კუთხით“, - თქვა მინისტრმა.

ისრაელსა და გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამები 2021 წელს ამოქმედდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S