Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი და სისხლის ბანკი განთავსდება

ჯანდაცვის მინისტრი: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი და სისხლის ბანკი განთავსდება

18/05/2023 12:00:03 პოლიტიკა, საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით მოდერნიზაციის შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცენტრალური სისხლის ბანკი, ასევე ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი განთავსდება.

“რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე წელში გახდება ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურის, მაღალი დონის და შესაძლებლობის მქონე სამედიცინო კომპლექსი. უკვე შემუშავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმა. სახელმწიფოს ექნება მძლავრი სამედიცინო კომპლექსი 500 საწოლზე. გარდა ზემოაღნიშნული მიმართულებებისა აქ განთავსებული იქნება ცენტრალური სისხლის ბანკი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიის ცენტრი. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება დაწესებულება, რომელიც თანაბრად იზრუნებს პაციენტებისა და პერსონალის საუკეთესო ინტერესებზე,” - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რასაც საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა, რადგანაც რამდენიმეწლიანი რეაბილიტაციის პერიოდში კლინიკა ოპერირებას შეაჩერებს. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი რეაბილიტაციის პროცესში სამსახურს არ დაკარგავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S