
ინდოელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
18/05/2023 08:43:06 საზოგადოება
ინდოელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას tv25.ge ავრცელებს.
დაკარგულ სტუდენტს მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვერ უკავშირდებოდნენ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა. მისი გარდაცვალების გარემოება ჯერ–ჯერობით უცნობია