
„ბატონო ბიძინა, ფარნავაზის, ბაგრატ მესამის, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ, მეოთხე "გამაერთიანებელი" ხართ“
17/11/2019 20:29:12 ციტატა
„გაუერთიანებელის გაერთიანება ხდება უკვე. ჩვენ ძალიან სერიოზული პროცესის მომსწრენი ვართ: ხდება ოპოზიციის კონსოლიდირება. ამ შემთხვევაში ნახევრად ხუმრობითაც შეიძლება, ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად გამაერთიანებელია ქართული ოპოზიციის. ბატონო ბიძინა, ფარნავაზის, ბაგრატ მესამის, გიორგი ბრწყინვალის შემდეგ, მეოთხე გამაერთიანებელი ხართ, მაგრამ როგორც ჩანს, ამას როგორც პოლიტიკური ფიგურა მსხვერპლად შეეწირებით“.
ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. მოგეხსენებათ, ოპოზიცია ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა და პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის პიკეტირებულია პარლამენტში შესასვლელები.