სენაკის მერმა კოლხეთელებს გაზეთის 100 წლის იუბილე მიულოცა

02-05-2023 19:42:28 რეგიონები ,რეკლამა

გაზეთ ,,კოლხეთის’’ საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, გაზეთ ,,კოლხეთის’’ მთავარ რედაქტორს, ნინო სართანიას, ცენტრის დირექტორის მოადგილეს, გაზეთის რედაქტორს, მედეა ბაღათურიას, კორესპონდენტებს: მაია გერგაიას, მარიკა მიქაბერიძეს, ბუღალტერს, რედაქციის დიდი ოჯახის უხუცეს წევრს, ჟულიეტა ჩაჩიბაიას შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერმა რედაქციის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

,,მინდა მადლიერება გამოვხატო აქტუალური მოვლენების გაშუქებით, პროფესიული საქმიანობით, სენაკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, თქვენი ღვაწლისთვის საუკუნოვან გაზეთში, მისი ტრადიციების ღირსეულად გასაგრძელებლად’’ - აღნიშნა შეხვედრისას ვახტანგ გადელიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები