ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
18/05/2023 05:50:28 მსოფლიო
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა სამრეწველო ობიექტს მოხვდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 2 ადამიანი.
წუხელ რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა.
საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა რუსული რაკეტა გაანადგურა. მათი ნამსხვრევების ჩამოცვენამ კიევის რამდენიმე რაიონში ხანძარი გამოიწვია.
ზარალი ჯერ დაზუსტებული არ არის.
მაისის დასაწყისიდან დღემდე რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე რიგით მეცხრე საჰაერო იერიში მიიტანეს.


