Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

18/05/2023 05:46:41 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ბახმუტზე, ხერსონსა და ოდესაზე განახორციელეს. გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორიაზე 57 საავიაციო იერიში მიიტანა და თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 101-ჯერ დაცხრილა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 36 შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის.

გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საოკუპაციო ძალების თავმოყრის 6 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი გაანადგურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S