რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა
18/05/2023 05:26:42 მსოფლიო
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში დღეს დილამდე გაგრძელდა.
საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა რუსული რაკეტა გაანადგურა. მათი ნამსხვრევების ჩამოცვენამ კიევის რამდენიმე რაიონში ხანძარი გამოიწვია.
ზარალი ჯერ დაზუსტებული არ არის.
აფეთქებები იყო ხმელნიცკის და ვინიცის ოლქებშიც.
17 მაისს საღამოს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა სამრეწველო ობიექტს მოხვდა. დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი.
მაისის დასაწყისიდან დღემდე რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე რიგით მეცხრე საჰაერო იერიში მიიტანეს.


