Accentnews.ge
ყირგიზეთის მოქალაქეს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 10 წელი მიუსაჯეს

ყირგიზეთის მოქალაქეს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 10 წელი მიუსაჯეს

17/05/2023 18:54:27 მსოფლიო

ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის მოქალაქეს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გამომძიებლების თქმით, ის სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. როგორც განაჩენიდან ირკვევა, გასული წლის ივნისში 30 წლის ბრალდებული მოსკოვში ყოფნისას შეუერთდა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთ-ერთ შეიარაღებულ ჯგუფს. მან ნაღმტყორცნების დანადგარები და საბრძოლო მასალები გადაიტანა ფრონტის ხაზზე სოლედარის რაიონში. სექტემბერში იგი გადაასახლეს პოპასნაიაში, სადაც ასევე ეწეოდა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ჯგუფების მატერიალურ დახმარებას. ექვსი თვის შემდეგ მან სამსახური დატოვა და მოსკოვში დაბრუნდა, იქიდან კი სამშობლოში.

თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნამდვილად იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ აღიარებს.

ყირგიზეთის და ცენტრალური აზიის ზოგიერთი სხვა ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს თავიანთი მოქალაქეებს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში მსახურობას. მათი საელჩოები რეგულარულად აფრთხილებენ თავიანთ მოქალაქეებს მსგავსი ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S