Accentnews.ge
"ომის დასრულების ერთ-ერთ პირობას რუსეთთან სულ მცირე, 100 კმ სიგანის დემილიტარიზებული ზონის შექმნა წარმოადგენს"

"ომის დასრულების ერთ-ერთ პირობას რუსეთთან სულ მცირე, 100 კმ სიგანის დემილიტარიზებული ზონის შექმნა წარმოადგენს"

17/05/2023 16:01:49 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების ერთ-ერთ პირობას რუსეთთან სულ მცირე, 100 კმ სიგანის დემილიტარიზებული ზონის შექმნა წარმოადგენს, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა.

"ეს აუცილებელი პირობაა და ჩვენი მიზანი" - განაცხადა ბუდანოვმა YouTube-არხ "ისლანდიასთან" ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ "100 კმ-იანი დისტანცია აბსოლუტურად სწორია, რადგან ამ მანძილიდან ჩვეულებრივი საშუალებებით თავდასხმა შეუძლებელი იქნება".

"ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთში პოლიტიკური მოდელი თუნდაც პუტინის რეჟიმის წასვლის შემდეგ შეიცვალოს, ამდენად, მსგავსი დემილიტარიზებული ზონა დაცულობის აუცილებელი პირობაა, მათ შორის - შესაძლო ახალი ამბიციური ტირანისგან" - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S