Accentnews.ge
რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ჰიპერბგერითი რაკეტების შემქმნელთა მასობრივი დაპატიმრებები გრძელდება

რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ჰიპერბგერითი რაკეტების შემქმნელთა მასობრივი დაპატიმრებები გრძელდება

17/05/2023 15:36:53 მსოფლიო

რუსეთში ჰიპერბგერითი რაკეტების შემქმნელ მეცნიერთა მასობრივი დაპატიმრებები გრძელდება. მათ სახელმწიფო ღალატს ედავებიან.

სამხედრო მრეწველობის უმსხვილესი რუსული საწარმოს ნოვოსიბირსკის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის სამი თანამშრომელი, რომელიც ჰიპერბგერითი საფრენი აპარატების შექმნაზე მუშაობდა, ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს სს კოდექსის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

16 მაისს ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, "მაღალი სიჩქარის აეროგაზოდინამიკის ლაბორატორიის" დამაარსებლის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ვალერი ზვიაგინცევის დაპატიმრების შესახებ იუწყებიან.

ზვიაგინცევის უშუალო ხელმძღვანელი ალექსანდრე შიპლიუკი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გაამწესეს "ლეფორტოვოს" ციხეში, რასაც რამდენიმე დღით ადრე ინსტიტუტის კიდევ ერთი მეცნიერ-თანამშრომლის - ანატოლი მასლოვის დაპატიმრება უძღოდა წინ. სამივე შემთხვევაში ბრალდება სახელმწიფო ღალატია და როგორც Academ.info იუწყება, დაკავებულებს ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების შესახებ მონაცემების ჩინეთისთვის მიწოდებას ედავებიან.

სულ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის გაყოფილებაში, რომელიც ცნობილია ფიზიკა-მათემატიკის დარგში ძლიერი პოტენციალით, სისხლის სამართლებრივ დევნას უკვე 16 თანამშრომელი დაექვემდებარა, მათ შორის - განყოფილების ექს-ხელმძღვანელი ალექსანდრე ასეევი.

ერთ-ერთი დაკავებული - კვანტური ოპტიკური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 54 წლის დიმიტრი კოლკერი წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S