Accentnews.ge
ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები სკანდალური კენჭისყრის შემდეგ ტოვებენ ფრაქციას

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები სკანდალური კენჭისყრის შემდეგ ტოვებენ ფრაქციას

17/05/2023 15:14:14 პოლიტიკა

დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ტოვებენ ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“,– ამის შესახებ ფრაქციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მან თქვა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას იზიარებს.

„ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ. მიუხედავად იმისა, რომ საუბრობდნენ დამალვაზე, რა თქმა უნდა, უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ არსად ვიმალებით“.

ამასთან თქვა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია არ ჰქონიათ და არანაირ გარიგებას ადგილი არ აქვს ადგილი, რომ არაფერი აკავშირებთ „იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მტკიცედ არის ჩამჯდარი და იქ ისედაც აქვთ უმრავლესობა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S