Accentnews.ge
ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ მას სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-სთვის 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ მას სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-სთვის 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

17/05/2023 14:11:10 საზოგადოება

ტელეწამყვარი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ მას თბილისის სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-სთვის 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი სამი მოსამართლის (ოთარ სიჭინავა, გოჩა ჯეირანაშვილი და ლაშა თავართქილაძე) გადაწყვეტილებას "უკიდურესად სამარცხვინოს" უწოდებს.

"2019 წელს პაატა სალიამ ["რუსთავი 2"-ის დირექტორმა] სრულიად დისკრიმინაციულ საფუძველზე არათუ ჩემი კუთვნილი ხელფასი არ გადამიხადა, არამედ პრესკონფერენციაზე გაგვათავისუფლა 5 ჟურნალისტი და პროდიუსერი იმ მოტივით, რომ ჩვენი მის საინფორმაციო პოლიტიკას არ ვეთანხმებოდით. ანუ "რუსთავი 2"-მა ხელფასი არ მომცა, სამსახურიდან გამომაგდო და ერთი წლის თავზე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომ მე ჩემი ნებით წავედი და კონტრაქტი ცალმხრივად გავწყვიტე", - წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში ამ საკითხზე პრესკონფერენცია18 მაისს გაიმართება.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი შეიცვალა, ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ არხიდან კვესიტაძე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა „არხის მფლობელის ინტერესებთან კონფლიქტში“ ყოფნის მოტივით. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა 2019 წელს.

საია მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძე სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, დამსაქმებლის მთავარი მიზანი კი მისი და მისი კოლეგების სამაგალითო დასჯა იყო, ჟურნალისტების კრიტიკული პოზიციის გამო.

ჟურნალისტებმა მიმართეს სასამართლოს, თუმცა მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა არ დააკმაყოფილა ეკა კვესიტაძის სარჩელი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, რომლითაც ჟურნალისტი ითხოვდა მისი არხიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, პოზიციაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურისა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდას.

მოსამართლემ "რუსთავი 2"-ს მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დაავალა. ამავდროულად ჟურნალისტს დააკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. საუბარია "მთავარ არხზე" მუშაობის დაწყებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S