Accentnews.ge
რუსეთი ირანს რინიგზის მშენებლობისთვის 1,3 მლრდ ევროს გამოუყოფს

რუსეთი ირანს რინიგზის მშენებლობისთვის 1,3 მლრდ ევროს გამოუყოფს

17/05/2023 13:51:22 მსოფლიო

რუსეთი ირანს რინიგზის რეშთ-ასტარას მონაკვეთის მშენებლობისთვის 1,3 მლრდ ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს, - განაცხადა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა 17 მაისს შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელშიც ონლაინ-რეჟიმში პრეზიდენტებმა პუტინმა და რაისიმაც მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1,6 მლრდ ევროდ ფასდება, ხოლო რუსეთის წილი საერთაშორისო კრედიტში 85%-ს შეადგენს, - განმარტა ნოვაკმა.

რეშთ-ასტარას მონაკვეთი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფან "ჩრდილოეთი-სამხრეთის" ნაწილს წარმოადგენს - მარშრუტისა, რომელიც რუსეთს სპარსეთის ყურეში არსებულ ირანულ პორტებთან წვდომას აძლევს ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობის საწარმოებლად.

რკინიგზით ტვირთბრუნვის მოცულობამ წელიწადში არანაკლებ 15 მლნ ტ უნდა შეადგინოს.

რეშთ-ასტარას მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2025 წელს უნდა შევიდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S