
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სასულიერო პირებმა სამების ტაძარში სამადლობელო პარაკლისი გადაიხადეს
17/05/2023 11:39:17 საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სასულიერო პირებმა სამების ტაძარში სამადლობელო პარაკლის გადაიხადეს.
მანამდე, მოქალაქეებმა საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ქაშვეთის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გამართეს.
ასევე მეუფე შიომ, რომელიც საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეა, დოქსოლოგია (ღმრთის სადიდებელი წირვა) აღავლინა.
ცნობისთვის: 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.