Accentnews.ge
საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს შეთანხმებას, რომლის თანახმად, უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება

საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს შეთანხმებას, რომლის თანახმად, უკრაინის ზარალის რეესტრი იქმნება

17/05/2023 09:32:30 პოლიტიკა

ევროპის საბჭო ქმნის უკრაინის ზარალის რეესტრს, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის საერთაშორისო მექანიზმის შექმნისკენ პირველი ნაბიჯია. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე მიირეს, რომელსაც 16-17 მაისს რეიკიავიკი მასპიძლობს.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ–საიტზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმებას უკვე შეუერთდა, ან შეერთების განზრახვა დაადასტურა ევროპის საბჭოს წევრმა 43-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა. იმ 40 ქვეყანას შორის, რომელიც შეთანხმებას უკვე შეუერთდა საქართველოცაა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა რეესტრის შექმნას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.

რეიკიავიკის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S