ბრიტანეთი და ნიდერლანდები უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების მიზნით საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე იმუშავებენ
17/05/2023 06:08:30 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ბრიტანეთი და ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების მიზნით საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე იმუშავებენ.
მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით მხარდაჭერას გაუწევენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევი დასავლეთს თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს სთხოვს. თუმცა ამ დრომდე დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ამ თხოვნას უარით პასუხობენ.


