Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

17/05/2023 06:06:10 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 31 სარაკეტო და 57 საავიაციო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 96-ჯერ დაცხრილეს.

გენერალური შტაბის მონაცემებით, სარაკეტო დარტყმებისთვის რუსეთმა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალი“ და სახმელეთო ბაზირების რაკეტები ეს-400 და „ისკანდერი“ გამოიყენა. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, თავდაცვის ძალებმა 25 რუსული რაკეტა გაანადგურეს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 55 შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა ბახმუტის შემოგარენში, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებით 20კმ² ტერიტორია გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S