Accentnews.ge
"Amnesty International": ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა

"Amnesty International": ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა

16/05/2023 19:21:27 მსოფლიო

"Amnesty International"–ის ცნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა.

ორგანიზაციის განცხადებით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც სასიკვდილო განაჩენი ყველაზე მეტ ადამიანს გამოუტანეს, ირანი ლიდერობს. თეირანში გასულ წელს 576 პირს მიუსაჯეს სიკვდილი, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 314 იყო.

2022 წელს სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობით ირანს მოსდევს საუდის არაბეთი, სადაც 2021 წელთან შედარებით, (65-დან 196-მდე) სიკვდილით დასჯის შემთხვევები სამჯერ გაიზარდა. მესამე ადგილს ეგვიპტე იკავებს, სადაც 2022 წელს 24 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

"Amnesty International"–ის ინფორმაციით, გასულ წელს სასიკვდილო განაჩენები ჯამში, 20 ქვეყანაში აღასრულეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S