ჩინეთმა პეკინში საელჩოებს უკრაინის მხარდაჭერის გამომხატველი ნიშნების ჩამოხსნისკენ მოუწოდა
16/05/2023 18:59:22 მსოფლიო
ჩინეთმა პეკინში პეკინში მოქმედ უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინის მხარდაჭერის გამომხატველი ნიშნების ჩამოხსნისკენ მოუწოდა, – იუწყება იაპონური სააგენტო Kyodo.
მისი ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, "შენობების გარე კედლები პროპაგანდისთვის არ გამოიყენონ და სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების წარმოქმნას თავი აარიდონ".
შენობების გარე კედლები არ გამოიყენონ პროპაგანდისთვის და „თავი აარიდონ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების წარმოქმნას
Kyodo–ს ინფორმაციით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არც ერთმა მათგანმა უკრაინის მხარდაჭერის გამომხატველი აბრები არ მოხსნა.


