უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი: რუსეთის შეტევითი პოტენციალი სრულიად ამოწურულია
16/05/2023 17:02:58 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი სრულიად ამოწურულია.
“ის [შეტევითი პოტენციალი] სრულიად ამოწურულია, მათ ახლა დაცვისთვის აქვთ სერიოზული პოტენციალი. მაგრამ ეს უკვე ის რუსული არმია აღარ არის, რომელსაც სერიოზული შეტევითი ოპერაციების ჩატარება შეუძლია”, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, რუსეთის დაჯგუფება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ქმედებებში იღებს უშუალო მონაწილეობას, სამხედროების დაახლოებით 370 000, ეროვნული გვარდიის 20 000 და გასამხედროებული ფორმირებების 7 000 ადამიანს ითვლის.


