Accentnews.ge
პუტინმა ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გაქცევის აღკვეთა მოითხოვა

პუტინმა ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გაქცევის აღკვეთა მოითხოვა

16/05/2023 16:40:12 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ომისა და სამხედრო მობილიზაციის ფონზე ქვეყნიდან მოქალაქეთა განგრძობადი მასობრივი გაქცევის აღსაკვეთად სასწრაფო ეფექტური ზომების მიღება მოითხოვა.

პრეზიდენტმა "რუსეთის სახელმწიფო სამიგრაციო პოლიტიკის კონცეფციაში" შესატან ცვლილებებს მოაწერა ხელი. დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ "2022 წელს რუსეთის მოქალაქეთა უცხოეთში გადინების ზრდა შეცვლილმა სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია და სასწრაფოდ მისაღებია დამატებითი ზომები ნაკადის შესამცირებლად, ჯამში კი ადამიანური კაპიტალის შესანარჩუნებლად".

რუსი დემოგრაფების მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანა საშუალოდ მილიონამდე მოქალაქემ დატოვა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რუსეთში მეფის რეჟიმის დამხობის დროიდან: მაშინ ბოლშევიკების წითელ ტერორს 1,16 მლნ ადამიანი გამოექცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S