მოლდოვა და აშშ 18 მაისს "ღია ცის" შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს
16/05/2023 13:29:17 მსოფლიო
მოლდოვა და ამერიკის შეერთებული შტატები "ღია ცის" შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებს გახდის შესაძლებელს. ამის შესახებ ინფორმაციას კიშინიოვში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს 18 მაისს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხში რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა მოაწერენ.
"ღია ცის" შეთანხმება აშშ–მოლდოვას შორის საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის სიმბოლოა.ჩვენ ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს ერთად გავაძლიერებთ", – აცხადებს საელჩო.
მისი ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს მოლდოვაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნასა და კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების მიმართულებების დივერსიფიცირებას.
მეორეს მხრივ, საელჩო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებას პოზიტიური გავლენა ექნება ორი ქვეყნის დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე.


