
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
16/05/2023 13:12:28 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5638 ლარი ეღირება, ევრო – 2.7925 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2135 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5395 ლარი ღირდა, ევრო – 2.7617 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1756 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.