Accentnews.ge
რუსეთის ორი რეგიონიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ორი რეგიონიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

16/05/2023 08:58:02 მსოფლიო

რუსეთის კურსკის ოლქში უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა,– ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ასტრა“ იუწყება.

მისი ინფორმაციით, დარტყმა გასულ ღამით განხორციელდა. დაიჭრა 5 რუსი მესაზღვრე.

დრონით კიდევ ერთი შეტევის შესახებ იუწყება კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი.

მისი მტკიცებით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო სოფელ პლეხოვოსთან, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, რუსული წყაროების ცნობით, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს რუსეთის კიდევ ერთ რეგიონში, ბრიანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ კლინციში.

რუსეთში, უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში, გახშირდა დრონებით შეტევები, ხანძრები და აფეთქებები. მათთან კავშირს კიევი ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S