Accentnews.ge
მოსკოვი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სანქციებს შუა აზიის ქვეყნებიც შეუერთდნენ

მოსკოვი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სანქციებს შუა აზიის ქვეყნებიც შეუერთდნენ

16/05/2023 08:28:43 მსოფლიო

ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნისგან არის მინიშნება, რომ შესაძლოა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას ეხებოდა.

გალუზინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივი ეკონომიკური შეზღუდვების დაუშვებლობისა და არალეგიტიმურობის შესახებ რუსეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, ზოგიერთ მათგანს არ სურს გარისკვა და მიანიშნებენ, რომ მზად არიან, დასავლეთის სანქციებს მისდიონ.

გალუზინის მტკიცებით, რუსეთი არავის კარნახობს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსს, როცა ეს არ ეწინააღმდეგება "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის", "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" და დსთ-ის ფარგლებში აღებულ ურთიერთვალდებულებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთში დარწმუნებული არიან, რომ "ცენტრალური აზიის დედაქალაქებში კარგად ხედავენ და ესმით, რომ რუსეთთან კავშირების ხელოვნურად დანგრევას მოჰყვება გაცილებით მძიმე ზარალი, ვიდრე მეორადი სანქციებისგან დანახარჯს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S