Accentnews.ge
რუსეთთან პირდაპირი ფრენების გასაპროტესტებლად დღეს თბილისში მორიგი აქცია გაიმართება

რუსეთთან პირდაპირი ფრენების გასაპროტესტებლად დღეს თბილისში მორიგი აქცია გაიმართება

16/05/2023 07:45:15 საზოგადოება

რუსეთთან პირდაპირი ფრენების გასაპროტესტებლად დღეს თბილისში, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება.

აქცია სახელწოდებით "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" 19:00 საათზე დაიწყება.

"მაშინ როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს მწვანე შუქს უნთებს. ეს ქმედება ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულოა ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ვიკრიბებით 16 მაისს 19:00 საათზე პარლამენტის უკან, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი ჩვენს ქვეყანაში რუსული ხომალდის დაჯდომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტი თბილისში გუშინაც გააპროტესტეს.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.

ამავე თემაზე: რუსულმა "Azimuth Airlines"-მა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალიდან წაშალა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S