Accentnews.ge
მედია – უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 3 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას დააკავეს

მედია – უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 3 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას დააკავეს

16/05/2023 07:13:17 მსოფლიო

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი 3 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას დააკავეს, – იუწყება უკრაინული მედია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინული გამოცემების წყაროთა ცნობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. 19 აპრილს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება შეცვალა და ჟევაგოს პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის აქციების 40%-ზე მეტი დაუბრუნა.

"უზენაეს სასამართლოში გამოვლენილია მასშტაბური კორუფცია. კერძოდ, ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ უკანონო სარგებლის მიღების სქემა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", – დაწერა წუხელ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე და სავარძელზე გაშლილი ამერიკული ვალუტის ფოტო გამოაქვეყნა.

უწყებას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S