პენტაგონი - Abrams-ები უკვე გერმანიაშია, უკრაინელები წვრთნებს მალე დაიწყებენ
16/05/2023 06:50:34 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, Abrams–ის ტიპის 31 ტანკი უკვე გერმანიაშია.
როგორც პენტაგონის პრეს–სპიკერი პატრიკ რაიდერი აცახდებს, უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება.
"შემიძლია, დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ", - აღნიშნა მან.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ უკრაინა Abrams-ებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს. პენტაგონი იმედოვნებს, რომ ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე უკრაინელი ეკიპაჟები მათ სამართავად მზად იქნებიან.


