Accentnews.ge
მედია - უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაბლოკა

მედია - უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაბლოკა

16/05/2023 06:33:01 მსოფლიო

უნგრეთმა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღისთვის “ევროპის მშვიდობის ფონდიდან” 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა, – იუწყება იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA.

გამოცემის ცნობით, თანხის გამოყოფა მომავალ ორშაბათს იგეგმებოდა. ეს ფონდიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების რიგით მერვე ტრანში იქნებოდა.

როგორც ANSA იტყობინება, უნგრეთი სავარაუდოდ, ითხოვს გარანტიებს, რომ "ევროპის მშვიდობის ფონდის" რესურსები მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის არ იქნება გამოყენებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S