რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა
16/05/2023 06:15:52 მსოფლიო
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში კვლავ მიიტანა. უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მოგერიებული რუსული რაკეტების და "დრონების" ნამსხვრევებმა კიევის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე შენობა დააზიანა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 3 ადამიანი. რუსული რაკეტის ნამსხვრევები კიევის ზოოპარკის ტერიტორიაზეც ჩამოცვივდა.
უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში 02:24 საათიდან გამოცხადდა და მოგვიანებით, სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქების გარდა, ქვეყნის ყველა ოლქი მოიცვა. განგაში დილის 6 საათისთვის შეწყდა.


