Accentnews.ge
«ЮВТ Аэро»-ს საქართველოსკენ ფრენა ორი რუსული ქალაქიდან სურს

«ЮВТ Аэро»-ს საქართველოსკენ ფრენა ორი რუსული ქალაქიდან სურს

16/05/2023 01:07:16 პოლიტიკა

რუსულ ავიაკომპანია «ЮВТ Аэро»-ს საქართველოსკენ ფრენების ორი რუსული ქალაქიდან განხორციელება სურს და "როსავიაციისგან" ნებართვას ელის.

როგორც ТАСС-ს ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პეტრე ტრუბანოვმა აცნობა, პასუხი ჯერ მიღებული არ არის, მას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ელიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები შესაძლოა, ასევე რუსულმა ავიაკომპანიებმა Red Wings-მა და Azimuth-მა და ქართულმა Georgian Airways-მა განახორციელონ. მათი განაცხადები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიღებული აქვს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ამკრძალავი 2019 წლის ბრძანებულების გაუქმების შესახებ დოკუმენტს 10 მაისს მოაწერა ხელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S